სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნათელაშვილი საკუთარი ნებით ჩაეწერა მოღალატეთა სიაში“

დრონი.ჯი“-მ „მარგალიტები“ ამჯერად შალვა ნათელაშვილის შესახებ აკრიფა... როგორ ამკობენ ნათელაშვილს ოპოზიციონერები?
ელდერ ნადირაძე, ისტორიკოსი: შალვა ნათელაშვილის საცოდაობამ შემძრა. შევარდნაძის გარდა არავინ არ აღირსა თანამდებობა. შეისრულებს კი ოდესმე ამ წადილს? იგი შემოაცვდა ქართულ პოლიტიკას.
ბესო ჯუღელი: შალვა ნათელაშვილმა ცოტა სერიოზულად წაიკითხოს პოლიტიკური ლიტერატურა. ახლა რაღა დროს, მაგრამ მაინც მივიდეს იმ დასკვნამდე, მემარცხენეობას მომავალი არა აქვს, მისი ლოოზუნგები კლასიკური მემარცხენე ლოზუნგებია.
თინა ხიდაშელი: რაც ნათელაშვილმა გაუკეთა სააკაშვილს კარიერაში წინსვლის თვალსაზრისით, შვილს მამა არ გაუკეთებდა.
კახა კუკავა: ლეიბორისტებს და შალვა ნათელაშვილს მინდა შევახსენო, რომ ისინი ორჯერ გაურიგდნენ ჯერ ხელისუფლებას და მერე - ოპოზიციას. პირველად საკრებულოს თავმჯდომარე იყო ლეიბორისტი ლადო კავსაძე, მეორედ - ისევ ლეიბორისტი ზაზა ბეგაშვილი. რის საფასურად მოხდა ეს გარიგება და რა იხეირეს ლეიბორისტებმა, ეს შალვა ნათელაშვილმა აღიაროს.
დავით ბერძენიშვილი: შალვა ნათელაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა თავი დაიმარხა. მას შანსი ჰქონდა, იმ ხალხის გვერდით მდგარიყო, უკვე წლებია, რომ იძახის, თქვენს გვერდით ვარო. როცა ამ ხალხმა შევარდნაძის რეჟიმის შეცვლა მოისურვა მერე - ასლან აბაშიძის რეჟიმისა, ნათელაშვილი დაიმალა, რატომ არ დადგა ხალხის გვერდით?
ნოდარ ნათაძე: შალვა ნათელაშვილი შევარდნაძემ დანიშნა ოპოზიციონერად. მერე მემარცხენე ფლანგი გაამაგრა და კომუნისტების ხმები წაიღო და ამით, შესაძლო სოციალური ბუნტის შანსი მნიშვნელოვნად შეამცირა.
ნათელაშვილი პატიოსნად ასრულებდა მეხანძრის ფუნქციას და ხალხის უკმაყოფილებებს, ბრიფინგებით, სატელევიზიო გამოსვლებით და პატარა მიტინგებით აქრობდა აქა-იქ ყასიდად მუშტებსაც იქნევდა.
თუმცა, ბატონ შალვა ნათელაშვილს მგონი დაავიწყდა რომ შევარდნაძე გადადგა და ძველ პოზაში დარჩა.
ავთანდილ ტყებუჩავა, ლეიბორისტური პარტიის მთავარი კომიტეტის ყოფილი წევრი; შალვა ნათელაშვილს საარჩევნო სიაში მოსახვედრად „სტავკები“ ჰქონდა დაწესებული. იმიტომ მოხდა პირველ ათეულში და ცოტა ქვემოთ გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის ხალხი, რომელთაც არჩევნებამდე, ლეიბორისტურ პარტიასთან არ ჰქონდათ არანაირი შეხება. დიახ, შალვა ნათელაშვილმა პარტიულ სიაში აგდილები გაყიდა და არც ერთი ლეიბორისტი, რომელიც წლებია უანგაროდ ემსახურებიან და პარტია აქამდე საკუთარი ზურგით მოიტანეს, ამ სიის სათავეში არ მოხვდა.
ზვიად ძიძიგური; შალვა ნათელაშვილი ხან შევარდნაძის ,,მაშველი რგოლი’’ იყო საკრებულოში და ხან სააკაშვილისა. მაგას ჩვენზე რამე აქვს სალაპარაკო?
თინა ხიდაშელი: შალვა ნათელაშვილმა მიხედოს თავის პარტიას, ყველა არჩევნების წინ რომ ეშლება და აკოწიწებს. თავი დაანებოს რესპუბლიკელთა კრიტიკას.
ლევან ბერძენიშვილი: ახლა შალვა ნათელაშვილის გამონათქვამზე რომ კომენტარები ვაკეთო, მაშინ ყველა საქმეზე ხელი უნდა ავიღო. მე ასეთი მოცლილი ნამდვილად არ ვარ. ერთს ვიტყვი მხოლოდ, განათლების რეფორმას სიამოვნებით დავიწყებდი ლეიბორისტური პარტიიდან, ჩემი კომპეტენცია რომ იყოს.
ირინა სარიშვილი: კარგით რა ხალხო შალვა ნათელაშვილს ლაპარაკში როგორ ავყვე? შალვას ფუნქცია სწორედ ეგ არის -ილაპარაკოს რაც შეილება ბევრი. ახლა საკუთარ პოტენციას და ორატორულ შესაძლებლობას რომ გადავხედე, თუ ავყევი შალიკოს შეიძლება ვაჯობო კიდეც და კაცს უფულოდ ხომ არ დავტოვებ ქართულ პოლიტიკაში?
დავით ზურაბიშვილი: ჩვენ რომ აჭარაში მიტინგებს ვაწყობდით აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ, ასლანი ხალხს რომ არბევდა და ციხეში ყრიდა, მაშინ ნათელაშვილი თბილისში აწყობდა მიტინგებს აბაშიძის რეჟიმის დასაცავად.
ნოდარ ნათაძე: შალვა ნათელაშვილი საკუთარი ნებით ჩაეწერა მოღალატეთა სიაში, მან, სხვებთან ერთად ხმა მისცა საქართველოს დაღუპვის დასაწყისს - დსთ-ში შესვლას და მეტიც, სწორედ ნათელაშვილი იყო იურიდიური კომიტეტის თავმჯდომარე, იმ პარლამენტში, რომელმაც შეგვათრია დსთ-ში. იურიდიულად სწორედ შალვა ნათელაშვილმა და მისმა კომისიამ აუნთეს მწვანე შუქი დსთ-ში შესვლის კანონპროექტს, დადებითი დასკვნა შალვამ დაწერა, მერე მივიდა ეს პროექტი, შალიკოს კომისიის მიერ მოწონებული, პარლამენტში.
გია ცაგარეიშვილი: ნათელაშვილმა თავის პარტიას მიხედოს მე როგორმე მოვუვლი თავს.
დავით უსუფაშვილი: ოპოზიციამ ამოარჩია ლევან გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო კანდიდატად და სხვათაშორის, ჩემი კანდიდატურაც ჩავარდა. დიდი ამბავი თუ შალვა ნათელაშვილი არ ავირჩიეთ, ცოტა არ იყოს დაგვაბნია მისმა პოზიციამ, ჯერ თანახმა იყო მონაწილეობა მიეღო, მერე სოსო შატბერაშვილს აგზავნის ჩემი კანდიდატურა არ განიხილოთო. შალვა ნათელაშვილს ყველგან და ყოველთვის პირველობა უნდოდა, ვფიქრობ ეს კომპლექსია უკვე, რადგან პირველი კი არა, მეორე და მეხუთეც კი არასდროს არ ყოფილა.
სალომე ზურაბიშვილი: მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ბატომ ნათელაშვილის „ბრალდებებზე“ ყველაფრის უსაგნო კრიტიკა, ყველაფერზე უსაფუძვლო ლაპარაკია, უბრალოდ მისი პროფესიაა.
ირაკლი ოქრუაშვილი: შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციონერობა, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა აქცია ბიზნესად, საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად და ამის დამადასტურებელ ფაქტებსაც მალე დავდებთ.
ვახტანგ ტალახაძე: „ქართული მოძრაობის ლიდერი“ შალვა ნათელაშვილი რუსული ძალების ძველი იმედი იყო მაგრამ არ გაუმართლა.
ნოდარ ნათაძე: ლეიბორისტული პარტიის არის პირწავარდნილი პრორუსული პარტია, ოღონდ სოციალურ თემებზე ორიენტირება აძლევს შალვა ნათელაშვილს, პრორუსული კურსი მასისთვის შეფუთოს, ხალხი ვერ ხვდება ამას.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100