თეა თუთბერიძეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
თეა
თუთბერიძე 15:00 საათზე
საქართველოს მთავარ
პროკურატურაშია. თუთბერიძის
დაბარება იმ მოწმეებს უკავშირდება,
რომლებმაც, მისი
ინფორმაციით, ბაჩო
ახალაიას ერთ-ერთ ეპიზოდში
ჩვენება ზეწოლის
შედეგად მისცეს.
"დღეს
დამიკავშირდნენ
და მითხრეს, რომ 15:00 საათზე ვარ დაბარებული მთავარ პროკურატურაში. აუცილებლად გამოცხადდები. ჩემი დაბარება უკავშირდება იმ მოწმეებს, კერძოდ კინწურაშვილს და დარასელიას, რომლებმაც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ჩვენება ზეწოლის შემდეგ მისცეს", -
აღნიშნა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, გამოძიება ამ საკითხით გაცილებით ადრე უნდა დაინტერესებულიყო
და 4 თვის შემდეგ არ უნდა იწყებდნეს გამოძიებას.
თუთბერიძის
თქმით, დაკითხვაზე შესვლამდე ის სპეციალურ განცხადებასაც გააკეთებს პროკურატურასთან.
კომენტარი