სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ მთავრობა წესებს არღვევს, წესრიგი ხელში საზოგადოებამ უნდა აიღოს - მიხეილ სააკაშვილი

თუ მთავრობა წესებს არღვევს, წესრიგი ხელში საზოგადოებამ უნდა აიღოს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთავრობა ლეგალურობის ველიდან გასულია:

ჩემი მეგობრის შვილი არალეგალად 8 წელი იყო, დეპორტი ჩაურტყეს და რა თანხაც ჰქონდა, აეროპორტში ჩამოართვეს.

სტუდენტები იმისთვის სწავლობენ, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით 300-500 ლარამდე იღებს, ექიმები საერთოდ აღარ არიან, ყველა მიდის.

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ქვეყნის დაცვა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს. ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება. რუსული სამყარო რაც უფრო მეტად გვითრევს, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება. ჩვენ, საზოგადოებას ეს არ გვსურს - ასეთია რუსული МИР-ის თამაშის წესები.

რა არის ევროპა? - ქუჩაში ელემენტარული წესრიგი, უსაფრთხოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

რა არის რუსეთი? - არეულობა, ძალადობა, სისასტიკე, ქურდული წესრიგი.

თუ მთავრობა წესებს არღვევს, წესრიგი ხელში საზოგადოებამ უნდა აიღოს.

მთავრობა ლეგალურობის ველიდან გასულია და როგორც ციხიდან ლაზარე გრიგორიადისმა სწორად თქვა: “ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მან უნდა აიღოს ხელში საკუთარი თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხებიც”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100