2013 Ford Mondeo-ს ევროპული დებიუტი (ფოტო)
ავტოკონცერნმა Ford Mondeo-ს ახალი თაობის ავტომობილი პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ავტომობილი წარმოებაში მიმდინარე წელს ჩაეშვება.
ავტომობილის კორპუსი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, იგი შეუდარებელი დისკებითა და საბურავებით არის აღჭურვილი. რაც შეეხება ძრავს, მოდელმა 1.2 ლიტრიანი აგრეგატი მიიღო. მოდელის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარი