სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაჭაში ივანიშვილს 600-მდე მხარდამჭერი ელოდება

ამბროლაურში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე დასწრებას რაჭველები არ აპირებენ. მსგავსი ვითარების გამო, ივანიშვილის კოალიციის წევრებმა იმერეთის რაიონებიდან, კერძოდ: სამტრედიიდან, ხონიდან, საჩხერედან და ქუთაისიდან ამბროლაურში 600-მდე მხარდამჭერი ჩაიყვანეს.

თავმოყრილმა საზოგადოებამ შაორის ხიდთან ქართული ტრადიციების გახსენება გადაწყვიტა. მათ თავდაპირველად კარგად იქეიფეს, მიიღეს ალკოჰოლი და მხოლოდ ამის შემდეგ გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ.

ამ დროისათვის „ქართული ოცნების“ ლიდერს ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე სწორედ ეს შეზარხოშებული, ხელოვნურად მოგროვებული იმერლები ელიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100