სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 16 თებერვალს იერუსალიმს მიემგზავრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ისრაელს, პალესტინასა და იორდანიას ეწვევა.

როგორც "პირWელს" საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა, პატრიარქის ვიზიტი იერუსალიმში 16-დან 22 თებერვლამდე გაგრძელდება, 22 თებერვალს კი ის იორდანიას ეწვევა, სადაც 24 თებერვლამდე დარჩება.

მისი უწმინდესობა იერუსალიმში სასულიერო პირების დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომელშიც საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, პროტოპრესვისტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, მთავარდიაკვანი დემეტრე დავითაშვილი შედიან.

ვიზიტის ფარგლებში მისი უწმინდესობა წირვას 19 თებერვალს მაცხოვრის საფლავზე, 20 თებერვალს კი - ბეთლემში, შობის ტაძარში აღავლენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100