სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში - სააკაშვილი დიდ კოალიციაზე საუბრობს

მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"ნუ შეგვეშინდებათ პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა" - ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ის დიდ კოალიციას ემხრობა.

ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, რაც შესაძლებელია მაქსიმალურად ფართო. მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და მხარს ვუჭერ წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "ჯერ კიდევ იქნება დიდი პროვოკაციები, რუსული რეჟიმის მხრიდან".

დღეს ამ ტრიოს ინიციატორი დაპატიმრებული გყავთ, გისოსებს მიღმა მიწევს განმარტებები. რამდენიმე თვე წარმოუდგენლად დაძაბული იქნება. გადაწყდება საქართველო დარჩება, თუ გაქრება. დაედგომება თუ საბოლოოდ უნდა გადაიხვეწონ. აქ უნდა დავრჩეთ, მე გავწირე ჩემი სიცოცხლე, ჩამოვედი აქ, რათა საქართველო გადამერჩინა, უამრავ უსიამოვნებას ველი"- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100