სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გახარიამ და ფინანსთა მინისტრმა ფინანსურ პოლიციასთან კოორდინაციით შექმნეს სპეც ჯგუფი, რომლის მიზანია, "მთავარი არხი" ფინანსურად არ გაძლიერდეს" - გიორგი კაპანაძე

ინტერნეტ-მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან მნიშვნელოვანი ინფო:
გახარიამ და ფინანსთა მინისტრმა ფინანსურ პოლიციასთან კოორდინაციით შექმნეს სპეც ჯგუფი, რომელმაც უნდა იმუშაოს იმაზე რო მთავარი არხი ფინანსურად არ გაძლიერდეს.
კერძოდ, ჯგუფის მიზანია რომ მსხვილმა ბიზნესმა რეკლამა არ მიიტანოს მთავარზე ან უკიდურეს შემთხვევაში, მინიმალურ ზღვრამდე გააფორმონ კონტრაქტი.
ესაუბრებიან ბიზნესს, უგზავნიან შუამავლებს "რად გინდა პრობლემები"-ს რჩევით... ამ რჩევების უკან კი მთელი რეპრესიული მანქანა დგას...(შუამავლებო, პირდაპირ გეუბნებით: გამოვფენ თქვენს სახელებსა და გვარებს თუ გააგრძელებთ ამ რეჟიმის დირექტოვების შესრულებას).
ამიტონ, ბიზნესმენებო, მსხვილებო განსაკუთრებით, ზუსტად ეს არის ტესტი - ვინ ხართ: კოლაბორაციონისტები თუ პატრიოტები.
მართლა დამოუკიდებლად სუნთქავთ თუ ფილტვებით ხართ მიერთებული რეჟიმს.
მართლა გათავისუფლდით წნეხისგან თუ პირიქით, პირდაპირ გავრილოვის ჩექმა გადევთ კისერზე.
ან ხმა ამოიღეთ ან გადაყევით თქვენს მილიონებს და ყველა მთავრობისადმი რევერანსების კეთებას...
P.S: აქვე ჩემგან, როგორც რიგითი მაყურებლისგან, პატივისცემა და მადლობა ყველა იმ გაბედულ ბიზნესს, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია ამ ზეწოლას და მთავართან სრულიად აპოლიტიკური კონტრაქტი დადო - არხის მზარდი რეიტინგის გათვალისწინებით და კომერციული მოსაზრებებით".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100