რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მოეწყო
სამოქალაქო აქტივისტები და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები სოლოლაკში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ.
"გახარია წადი", "რუსეთი ოკუპანტია" - ამ მოწოდებით მათ მანქანებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. მანქანების კოლონის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც წავიდა.
აღნიშნულით, ისინი 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია - ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
კომენტარი