სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Express Bank-ის მარტის თვის შეთავაზება - გახსენით Express ანაბარი და ყოველ თვე საჩუქრად მიიღეთ 500 Express ბონუსქულა

თბილისი, 2 მარტი, 2016 – Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, მომხმარებელს მარტში Express ანაბარის აქციას სთავაზობს. ის, ვინც მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით გახსნის Express ანაბარს და შემდგომ მას ყოველთვიურად მინიმუმ 10 ლარს დაამატებს, საჩუქრად მიიღებს 500 Express ბონუსქულას. ბონუსქულები ყოველი თვის ბოლოს მომხმარებელს კუთვნილ Express Card-ზე დაერიცხება.

Express Bank-ში ანაბრის გახსნა მარტივია და სულ რაღაც 10 ლარით არის შესაძლებელი. ამავდროულად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ანაბარს თანხა ნებისმიერ დროს დაამატოს და მაღალი სარგებელიც მიიღოს. მომხმარებელს Express ანაბრის გახსნა საქართველოს მასშტაბით Express Bank-ის 114 სერვისცენტრში შეუძლია.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღები და ადვილი გამოსაყნებელია. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 110-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად, მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100