სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ეს ქმედება არის უღირსი“ - კულტურის ყოფილი მინისტრი ოპერისა და ბალეტის დასს აკრიტიკებს

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ოპერისა და ბალეტის დასს აკრიტიკებს. ექსმინისტრის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს შემატყობინეს, რომ ახლახან ხელახლა გახსნილი და რესტავრირებული ოპერისა და ბალეტის დასი საგასტროლოდ მოსკოვის ‘დიდ თეატრში’ მიემგზავრება.

თუ ეს ინფორმაცია მართალია, რის გარკვევასაც ვცდილობ, მაშინ ეს ქმედება არა მხოლოდ უღირსი, არამედ პრაგმატული თვალსაზრისითაც გაუმართლებელი საქციელი იქნება, რადგანაც პუტინის რუსეთი დღემდე საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოა, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გააჩნია.

ამ მნიშვნელობის კულტურული ღონისძიების ოკუპანტ სახელმწიფოში ჩატარება მხოლოდ ერთ მკაფიო სიგნალს გააგზავნის დანარჩენი მსოფლიოს და თავისუფალი სამყაროს მიმართ - კერძოდ იმას, რომ საქართველო რუსეთისგან არაა უკანონოდ შევიწროვებულ-დაჩაგრული და რომ “ყველაფერი რიგზეა” ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც სინამდვილეში ასე ნამდვილად არაა.

ასევე, ეს ქმედება რუსეთს განუმტკიცებს რწმენას, რომ რაც უფრო უხეშად და მტაცებლურად მოექცევა საქართველოს, უფრო მეტ დათმობებს მიიღებს. უდაოა, რომ ამგვარი უთავმოყვარეობა უფრომ მეტ აგრესიასა და ზეწოლას ეპატიჟება ჩვენს თავს პუტინის რუსეთის მხრიდან.

შევახსენებ ყველას, რომ მაშინ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ პუტინის რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა და სერიოზულად დაუპირისპირდა მას ფაქტიურად ყველა ფრონტზე, საქართველოს მხრიდან რუსეთთან ფლირტი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება.“ - წერს რურუა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100