სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგთავაზა - კობახიძე “ქართულ ქარტიაზე"

ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგთავაზა - ასე შეაფასა დღეს საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტის "ქართული ქარტია".

მეტიც, ირაკლი კლობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა, რომელიც მიზნად საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის ისახავს.

ეს პროექტი ადრეც არსებობდა - მას ნათელაშვილის ფანჩატურს უწოდებდნენ. სალომე ზურაბიშვილმა ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის - ზუსტად იგივე სახეები, იგივე ადამიანები და პირველ რიგში, არაევროპული სახეები.

რეალურად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა.

სალომე ზურაბიშვილს თუ უნდოდა ჩვენი გაწევრიანება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად უპერსპექტივო ამოცანა. რაც შეეხება გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი ე.წ. ქარტიაში, ეს არის რეალურად სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმომადგენელი ე.წ. ქარტიაში არის სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. უცხოელი აგენტები როდესაც აფორმებენ გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, მათი ერთადერთი ამოცანა შეიძლება, იყოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოშლა და ზუსტად ამას ასახავს ქარტია, რომელიც არის წარმოდგენილი", - განაცხადა პრემიერმა.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100