ისრაელი მოკლული ბავშვების ფოტოებს ავრცელებს
ისრაელის მთავრობა "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმების შედეგად დახოცილი ბავშვების ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს. შემზარავი ფოტოები ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თელ-ავივში ვიზიტისას აჩვენეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ მის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები წაშლილია.
ეს ყველაზე მძიმე ფოტოა, რაც ოდესმე გაგვივრცელებია. ამას, როდესაც ვწერთ, ვკანკალებთ. ჩვენ ვყოყმანობდით, გამოგვექვეყნებინა თუ არა ეს ფოტოები, მაგრამ თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ეს მოხდა" - წერია ისრაელის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც ნეთანიაჰუს, ისე ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებული ფოტოები შეიცავს გაფრთხილებას მასალის სიმძიმის შესახებ და მკითხველებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გახსნან აღნიშნული ფოტოები.
კომენტარი