სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საავადმყოფოდან 14 მიცვალებული რომ გამოასვენეს, თამრიკო ჭოველიძე ბეჭზე მეწვა - 9 აპრილის მონაწილე

9 აპრილის მონაწილეები საქართველოს ისტორიის სისხლიან დღეს იხსენებენ, თუ როგორ გამოსვენეს არამიანცის საავადმყოფოდან 14 მიცვალებულის ცხედარი, რომელთა შორის სკოლის მოსწავლე თამუნა ჭოველიძეც იყო.

არამიანცის საავადმყოფოდან 14 მიცვალებული რომ გამოასვენეს, თამრიკო ჭოველიძე ბეჭზე მეწვა. მეტროსთან მაშინ ქვემოთ, რუსები იდგნენ ბეტეერებით, ჰაერში დაიწყეს სროლა. ეგონათ, რომ შეგვეშინდებოდა და დავიშლებოდით", - ამბობს 9 აპრილის მონაწილე.

ცოტა რამ თამუნა ჭოველიძეზე – სკოლის მოსწავლის პირობაზე წინ უსწრებდა საკუთარ ასაკს – აღფრთოვანებული იყო ეროვნული მოძრაობის აღმავლობით – არ ენდობოდა ოფიციალური ხელისუფლების ყალბ განცხადებებს და დაპირებებს. უნივერსიტეტის შეხვედრაზე, სადაც პატიაშვილიც ჰყავდათ მიწვეული, დედას უთქვამს მისთვის: –რა კარგია, რომ გვეღირსა განათლებული და გონიერი ხელმძღვანელიო! თამუნა საყვედურით შეპასუხებია: –დედა, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ორპირა არისო; ცოტაც მოიცადე და მალე შენც მიხვდებიო! ნოემბერში და აპრილში არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე – სულ მოშიმშილეებთან იყო, – მიჰქონდა წყალი და თბილი ტანსაცმელი. ისეთი მორიდებული იყო, როდესაც მშობლებს უთხრეს, 9 აპრილს მთავრობის სასახლის კიბეებთან ცეკვავდაო, არ დაიჯერეს. თუმცა არ აკლდა ჯანსაღი პატივმოყვარეობა. ერთხელ უთქვამს: –რომ მითხრან, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ მსხვერპლად შეწირულს მთაწმინდაზე დაგასაფლავებთო, მზად ვარ დღესვე მოვიკლა თავი!
ზუსტად 35 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100