ანანია გაჩეჩილაძე VS შალვა რამიშვილი - ქალი აუდიო ჩანაწერების გასაჯაროვებას გეგმავს
ანანია გაჩეჩილაძე სახალხო დამცველს მიმართავს - "ქართული ოცნების" პროპაგანდისტის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალი ლევან იოსელიანს მოუწოდებს, საქმეში დაადგინოს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ნიშნები.
ანანია გაჩეჩილაძე ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან სრული უმოქმედობა დაინახა.
ანანია გაჩეჩილაძის თქმით, მას სურს სრულად გამოქვეყნდეს სექსუალური შევიწროების ამსახველი აუდიო ჩანაწერები, რადგან სრულად დაიცვას საკუთარი ინტერესები და არ დაუშვას ხელოვნური ინტერპრეტაცია მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან.
გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ იმისათვის, რომ მოგვეტანა დეტალური არგუმენტაცია და იმიტომ, რომ მომიწია მევლო ფსიქოთერაპიაზე, რადგან შედგენილიყო ოსეთი ტიპის დასკვნა, რომელიც იქნებოდა გაცემული პროფესიონალის მიერ და ახსნიდა იმ დეტალებს ჩემი ფსიქოტიპის მიმართებით და იმ გავლენებთან მიმართებით, რაც შესაძლოა მქონდეს სექსუალური შევიწროების შედეგად. უკვე ვაპირებ გასაჯაროვდეს ჩანაწერი სრულად რაც არის ამ საქმეში მთავარი არგუმენტი რა თქმა უნდა, რადგან მინდა, რომ საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა ვისაც ექნება სურვილი სრულ ჩანაწერს მოუსმინოს და ამ გამჭვირვალობით დავიცვა საკუთარი ინტერესები პირველ რიგში, რადგან არ მიეცეს არანაირი ინტერპრეტაცია მოწინააღმდეგის მხრიდან" - ამბობს "აი ისას" დამფუძნებელი,ანანია გაჩეჩილაძე.
მტკიცებულებების გასაჯაროებისა და მიცემული ჩვენების მიუხედავად, ამ დრომდე ხელშეუხებელია შალვა რამიშვილი. ანანია გაჩეჩილაძისთვის კი დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ.
კომენტარი