სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინფექციურ საავადმყოფოში 6 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს დილით 30 ინფიცირებული დაგვემატა და ჯამში გვაქვს 370 დადასტურებული შემთხვევა, ამ 370-დან ჩვენს ცენტრის არის 90 პაციენტი- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში მათ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 77-ია, საიდანაც 50 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

„ამ ეტაპზე COVID-ის ცენტრებში 293 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში 39 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. გუშინ დაგვემატა 1 პაციენტი, 6 წლის ბავშვი“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100