სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტთან მისული დეპუტატი გია ჟორჟოლიანი სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტში კიდევ ერთი უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ შეუშვეს.

გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. გია ჟორჟოლიანი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ავტომანქანით გაიყვანეს.

„ვერ შეძლებენ დეპუტატები პარლამენტში შესვლას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100