სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თქვენ კიდევ უფრო მეტი ძალა მომეცით ბრძოლისთვის" - დიზაინერი მარიამ გვასალია მწვავე ლეიკემიას ებრძვის

მას შედეგ, რაც მარიამ გვასალიას დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, დიზაინერის გარეშემო უამრავი მითქმა-მოთქმა გამოქვეყნდა, ამასთან დაკავშირებით მარიამმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე პოსტი დადო შემდეგი ტექსტით:
"გამოდის, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ამჯერად კიდევ უფრო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა ჩემს ნაცნობს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისაც კარგად არ გიცნობთ, ამდენი დადებითი ენერგიისთვის, სიტყვებისთვის, სიხარულისთვის, უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, თქვენ კიდევ უფრო მეტი ძალა მომეცით ბრძოლისთვის, მერიდება კიდეც ყველას სათითაოდ უნდა გიხდიდეთ მადლობას ცალცალკე მოწერილისთვის და არ ვიფარგლებოდე მხოლოდ ერთი ტექსტით, მაგრამ ვერ ვახერხებ ფიზიკურად.. არც კი მეგონა ამდენ ადამიანს თუკი ესე ვუყვარდი და მადლობას გიხდით რომ ესეც გამაგებინეთ.. გამაბედნიერეთ უბრალოდ.. მადლობაც არ არის ამ დადებითი ტალღისთვის საკმარისი.. მოკლედ, კიდევ ბევრს ვიტყოდი ლამაზად თუ უფრო ემოციურად, მაგრამ ძალიან გრძელი რომ არ იყოს და მოსაწყენიც უბრალოდ უღრმესი მადლობა, კიდევ უფრო გამაძლიერეთ მე".
შეგახსენებთ, რომ მარიამს მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა ცოტა ხნის წინ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100