"ქართული ოცნების" დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ მაგინა და მცემა" - ოპოზიციის წევრი ჯელალ ქიქავა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა დეპუტატ მუხრან ვახტანგაძეს ცემაში ადანაშაულებს.
„მერიაში შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოდიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესიენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა“- აცხადებს ქიქავა.
მისივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.
კომენტარი