სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას ყვება მიშა გომიაშვილი გურამ დოჩანაშვილთან გუშინდელ შეხვედრაზე

მსახიობი მიშა გომიაშვილი გურამ დოჩანაშვილთან გუშინდელ შეხვედრაზე ყვება:

გუშინ ღმერთის წყალობით და შეწევნით ბედნიერი დღე მქონდა! ბატონ გურამ დოჩანაშვილთან ვიყავი სტუმრად!!! ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სხვა განზომილებაში მოვხვდი...რამდენიმე საათით გადამავიწყდა ყველა პრობლემა, აბსოლუტურად ყველა, ქვეყნის თუ პირადი...ასე მეგონა დრო გაჩერდა, არ ვარ განებივრებული ასეთ ბუმბერაზ ადამიანებთან ურთიერთობით, თუმცა ასეთ “ადამიანებთან”-თქო რომ ვამბობ მრავლობით ფორმაში, ალბათ ვცდები! ბატონი გურამი ერთია, ერთად ერთი! ცოცხალი კლასიკოსი! ადამიანი ლეგენდა!
თავისი ახალი წიგნი მაჩუქა! „ბრმადყოფილზე, და.....“ ასე ჰქვია მის ახალ შედევრს. ეს არის წიგნი პირველი, დანარჩენი ორიც სულ მალე გამოვა!
გუშინვე მინდოდა მემცნო ეს ყოველივე თქვენთვის, მაგრამ ისეთ ეიფორიაში ვიყავი, რომ თავი ვერ მოვაბი!...
ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ ბატონ გურამს, რომ კიდევ ბევრჯერ აღგვაფრთოვანოს თავის ახალი შედევრებით!!! დიდი მადლობა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100