ივანიშვილი: ეკონომიკის აყვავება ხელისუფლების საქმე არაა
მედიასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა ეკონომიკური ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
ალეკო ელისაშვილი: თქვენ კი ისაუბრეთ, რომ ქარხნების გახსნაა დაგეგმილი, მაგრამ ამასწინათ გამოქვეყნდა სტატისტიკური, მონაცემები, რომ მაისში ეკონომიკური ზრდა თითქმის არ იყო. იქვე იყო ეკონომისტთა შეფასებები, რომ ეს იყო მთავრობის არასწორი სტრატეგიის შედეგი და იყო რჩევები, რომ ინფრასტრუქტურაში ჩაედო სახემწიფოს ფული და სახელმწიფო ყოფილიყო თავად ინვესტორი ამ რთულ პერიოდში. სხვათაშორის იგივე რჩევა მოგცათ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ იგივე ლაზიკას პროექტი არ იყო მისი ახირება და ეს იქნებოდა კარგი პროექტი სახემწიფოსთვის.
ბიძინა ივანიშვილი: მე ჩემი კუთხით ზოგადად ვუპასუხებ შეკითხვას. თქვენ სააკაშვილის კრიტიკას გულისხმობთ და ეკონომიკის გაგებაში არაა ეგ კაცი. ჩვენ გავაკეთეთ მთავარი ის რომ, ბიზნესი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, და გავაგრძელებთ ამ პროცესების დახვეწას. სააკაშვილს გონია, რომ მან უნდა აშენოს და ხელისუფლებამ უნდა აშენოს, მაგრამ ეს ესე არაა. ხელისუფლებამ უნდა განავითაროს ინფრასტრუქტურა და ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ. შეფერხება მართლაც იყო, მაგრამ დაუხვეწავი პროექტები იყო და ამან გამოიწვია ეს. ის, რომ სახემწიფომ უნდა აშენოს ეკონომიკა არის აბსოლიტური დაბნეულობა, მხოლოდ სააკაშვილის მსგავსმა კაცმა უნდა ილაპარაკოს ამაზე. ეკონომიკა ბიზნესმა უნდა ააყვავოს და არა ხელისუფლებამ.
კომენტარი