სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო ცისკარიშვილი: ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია

არჩევნებმა, მიუხედავად დიდი მოლოდინისა, მშვიდ გარემოში ჩაიარა.. ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება არჩევნების გაყალბებაზე და აქციებზე არ საუბრობს. თუმცა ფიქრის პროცესშია „ეროვნული საბჭო“, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მალე გაახმაურებს. შესაძლებელია მათ აქციებისთვის მზადებაც დაიწყონ. ამ საკითხებზე „დრონი. ჯი“ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
„დრონი. ჯი“: ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება აღარ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე...
სოსო ცისკარიშვილი: ოპოზიცია ფიქრობს სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო და კმაყოფილია იმით, რა შედეგიც მოიპოვა არჩევნებზე. ამიტომაც, ოპოზიცია აქციებისგან თავს იკავებს.
- რამდენად ლოგიკურია არჩევნების შედეგები?
- ლოგიკური იყო მაგრამ ლოგიკურობა არ ნიშნავს სამართლიანობას, თუმცა, ხელისუფლების ნიჭიერებას და ენერგიულობას ვერავინ უარყოფს.
- რას გულისხმობთ ხელისუფლების ნიჭიერებასა და ენერგიულობაში? ამბობენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება არ დასჭირვებია...
- ხელისუფლების ენერგიულობა სახეზეა. ნაციონალური მოძრაობის ნიჭიერება სადაო აღარ არის. მათ სიზარმაცეს ვერავინ დააბრალებს. ჰყავთ ისეთი თეორიტიკოსები, წინასწარ ცვლიან კანონმდებლობას იმისთვის, რომ ნებისმიერი საეჭვო სახის ქმედება კანონის ფარგლებში ხდებოდეს.
- გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ გიგი უგულავას მერობა თბილისის დიდ ნაწილს სურდა...
- კი ეს ნათელი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ იმუშავა კარგად რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია და ეს შედეგი არჩევნებზე მოიმკა. მათ ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს არჩევნებისთვის მზადება და გაყალბებაც არ დასჭირვებიათ.
- როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა?
- ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ შესაძლებელია დასხდნენ და ცალკეულ საკითხებზე დაილაპარაკონ.
- ოპოზიცია მზად არის ასეთი თანამშრომლობისთვის?
- ოპოზიცია მაშინაც მზად იყო, როცა პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება მინისტრის მოადგილეების თანამდებობების დაკავებაზე, მაგრამ ეს არ შედგა. ბოლომდე მზაობა არ იყო.
-გიგი უგულავამ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა... როგორ ფიქრობთ შესრულდება ეს პირობა? - ოპოზიციის ნაწილი ცალკეულ საკითხებზე უკვე საუბრობს ხელისუფლებასთან. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მომავალში გარკვეულ საკითხებზე მოილაპარაკონ. ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ - ყოველ ორშაბათს!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100