საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’’ ყოფილ მეკარეს, 26 წლის გიორგი ლოსაბერიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება.
გიორგი ლოსაბერიძემ 4 აპრილს, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, ფეხბურთის თამაშის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ტრავმის მიღების შემდეგ უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს კლინიკაში, სადაც ორი ტრეპანაცია გაუკეთდა. მას შემდეგ, გიორგი ღრმა კომაშია და ამჟამად ინგოროყვას მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.
გიორგის დიაგნოზი ძალიან მძიმეა. „ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. მარცხნივ საფეთქლის წილის სუბდურული ჰემატომა, დაჟეჟილობა. ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია,თავის ტვინის შეშუპება. გულ-სისხლღძარღვთა და სუნთქვის მწ. უკმარისობა. ორმხრივ სუბდურული ჰემატომების ევაკუაციის დეკომპრესიული ტრეპანაციის შემდგომი პერიოდი“.
სამწუხაროდ ექიმები ამ ეტაპზე ამ მდგომარეობის სამომავლო პროგნზირებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა დრო არის საჭირო მკურნალობასა და რეაბილიტაციისათვის.
გიორგის და მის ოჯახს ამ ეტპაზე ძალიან ესაჭიროება საზოგადოების თანადგომა. თითოეული ადამიანის, თუნდაც მცირედი თანხით, დახამრება ძალიან მნიშვნელოვანია!
ერთად ვიბრძოლოთ ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად!
შექმნილია გიორგის დედის, ეკა გილაშვილის სპეციალური ანგარიში:
გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ თანხის გადარიცხვისას მხოლოდ ანგარიშის ნომერი საკმარისი არ არის, აუცილებელია მიუთითოთ მიმღების სახელი და გვარი და ანგარიშის ნომერი :
სს თი-ბი-სი ბანკი
GE10TB7009026365100063
ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე
ასევე, ლარის ანგარიშის გარდა გახსნილია დოლარის ანგარიშიც :
GE36TB7009026366100053
Ekaterine Gilashvili-Losaberidze
კომენტარი