კოშმარები ბიბლიიდან – ანუ ის სტროფები, რომლებიც არ წაგიკითხავს
ქვით ჩაქოლვა
ქვემოთ მოყვანილ ამონარიდებში არაერთხელ შეხვდებით გამოთქმას “ქვით ჩაქოლვა”. ვინაიდან ბევრმა არ იცის ეს რას ნიშნავს საჭიროდ ჩავთვალე პატარა განმარტება გამეკეთებინა.
ითხრება ორმო
სადაც სიკვდილმისჯილი ვერტიკალურად იმარხება ისე, რომ მიწიდან ამოყოფილი აქვს
მხრები და თავი თუკი სიკვდილმისჯილი ქალია, ან მხოლოდ თავი, როდესაც მამაკაცს ქოლავენ. შემდეგ მას შემოარტყამენ წრეს
და თავში
საშუალო ზომის
ქვებს ესვრიან. ქვები არ უნდა იყვნენ არც ზომაზე დიდები და არც პატარები იმისათვის, რომ ადამიანი არც მყისიერად მოკვდეს და არც გართულდეს მისთვის ზიანის მიყენება.
ასე გრძელდება ჩაქოლვა მანამ,
სანამ ადამიანი ბლაგვი საგნით მიყენებული ასეულობით ტრავმისგან არ მოკვდება.
ახლა კი პირდაპირ ბიბლიაზე გადავიდეთ. გადავშალოთ ძველი აღთქმა სადაც ვკითხულობთ:
რიცხვნი, თავი 15
32 და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს. 33 და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან. 34 და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ. 35 და უთხრა უფალმა მოსეს: “სიკვდილით მოკვეს ეს კაცი. ქვებით ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ.” 36 და გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა იგი ქვებით, და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
როგორც ჩანს შაბათ დღეს შეშის შეგროვება იმხელა დანაშაული იყო, რის გამოც საკმარისი იყო ადამიანის ქვით ჩაქოლვა.
ვის არ ჰყოლია ჯიუტი და ურჩი შვილი. ცოტას თუ წაუკითხავს ბიბლიის ის თავი და სტროფი სადაც ღმერთი ურჩი შვილების არც მეტი და არც ნაკლები ქვით ჩაქოლვას ბრძანებს. “ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს”
მეორე რჯული, თავი 21
18 თუ კაცს
ეყოლება ჯიუტი
და ურჩი
შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის
ხმას, და დატუქსავენ მას,
მაგრამ ის არ გაუგონებს მათ,
19 დაიჭირონ მამამისმა და დედამისმა და მიიყვანონ ქალაქის უხუცესებთან და თავისი ადგილის კარიბჭესთან
20 და უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: “ეს ჩვენი შვილი
ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას,
მსუნაგია და ლოთი.”
21 და ჩაქოლოს იგი მისი
ქალაქის ყველა
კაცმა ქვებით, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი
წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება.
22 თუ ეს კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე.
ერთადერთი რაც შეგვიძლია ვიმედოვნოთ არის ის, რომ იმედია ეს წესი არ ეხებოდა არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს. მათი
წამებით სიკვდილს ღმერთი არ დაუშვებდა.
თუმცა ძველი
აღთქმის კითხვისას ოპტიმიზმი სულ მალე უკვალოდ ქრება…
ეზეკიელი, თავი 23
46. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.
47. ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ
და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი
ვაჟები და ასულები და მათი
სახლები ცეცხლში გადაბუგოს.
ალბათ ეს ერთხელ..
იესო ნავეს ძე, თავი 6
20. ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი
ქალაქში, თითოეული თავისი გზით,
და აიღეს
ქალაქი.
21. გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო:
კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.
ეს რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი…
ეზეკიელი, თავი 9
4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს,
რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.
5. სხვებს უთხრა
ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი
და ნუ დაინდობთ.
6. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი
არ ახლოთ.
ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც
დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი
უხუცესებიდან.
7. უთხრა მათ:
გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით.
ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.
როგორც ჩანს ყოვლადკეთილს ყოვლადუკიდეგანო ფანტაზია აქვს:
ესაია, თავი 13
15. ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც
დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.
16. მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი
სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან.
17. აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო
არ ახარებთ.
18. მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი
თვალი.
19. ბაბილონი – სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.
ალბათ იმ დროს ასე იყო საჭირო. იმ დროინდელი ადამიანები ხომ ვერ გრძნობდნენ ტკივილს. მაშინდელ ბავშვებს არ ჰქონდათ უნარი თავი უსუსურად და უმწეოდ ეგრძნოთ მაშინ როცა უფლის მიერ გამოგზავნილი მეომრები ყელს ჭრიდნენ. იმ ეპოქის ხალხს ალბათ არ ჰქონდათ შიშის და სასოწარკვეთილების შეგრძნება ჯერ განვითარებული იმის დანახვისას თუ როგორ უხოცავდნენ მშობლებს, და-ძმას და შვილებს. ან ისინი უბრალოდ ხვდენოდნენ რომ ეს ყველაფერი ღვთის გეგმის ნაწილი იყო და თავის ბედს მშვიდად ეგუებოდნენ.
იქნებ ეს ყველაფერი ადამიანთა თავისუფალი ნების და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შედეგი იყო? ყოველ შემთხვევაში არც ეს განმარტება პასუხობს კითხვას თუ რა დააშავეს იმ ჩვილებმა თუ ბავშვებმა გარდა იმისა, რომ არასწორ ოჯახებში გაჩნდნენ.
შემდეგი ამონარიდი საინტერესოა. იქ ვკითხულობთ შემდეგს:
რიცხვნი, თავი 31
15. უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?
16. განა მათი
მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც
მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?
17. ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს
კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.
ყურადღება მიაქციეთ: “ყოველი ქალი,
რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი
მამრის საწოლზე, მოკალით. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.”
დიახ, სწორად წაიკითხეთ. აქ საუბარია ბავშვების დახოცვაზე. გარდა იმ გოგონებისა, რომლებსაც საქალწულე აპკი
ჯერ კიდევ
მრთელი აქვთ.
ყველასათვის ცნობილია, რომ ასეთი
ბავშვებისგან კარგი
სექს-მონები დგებიან და მათი დახოცვა უგუნურება იქნებოდა. ყოველთვის როდი ეძლევა ჯარს საშუალება ბრძოლის ველიდან ქალწულებით დაბრუნდეს.
რახან ქალიშვილობის თემას შევეხეთ:
მეორე რჯული, თავი 22
20. და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს,
21. გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი
თავისი მამის
სახლის კართან და ჩაქოლონ ის მისი
ქალაქის ხალხმა ქვებით, და მოკვდეს, რადგან სამარცხინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის
სახლში. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
22. თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას – ამ ქალთან მწოლარე კაცი
და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან,
24. გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ ქვებით, და მოკვდებიან – ყმაწვილი ქალი იმისათვის, რომ არ იყვირა ქალაქში, და კაცი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს.
და აღმოფხვრი ბოროტებას შენი
წიაღიდან.
25. თუ მინდორში ნახავს კაცი
დანიშნულ ყმაწვილ ქალს და ძალით დაიჭერს მას და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი,
რომელიც ქალთან დაწვა.
აქ არამხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაიქოლოს ქალი, როდესაც გათხოვების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის ქალიშვილი არაა (ეს ხომ ისედაც გასაგებია), არამედ თუკი დანიშნულ ქალს გააუპატიურებენ და მას მოწმეების ჩვენების მიხედვით დაუმტკიცდება, რომ აქტის დროს მან არ იყვირა მაშინაც ქვით უნდა ჩაიქოლოს.
არც ჰომოსექსუალებს წყალობს ძველი აღთქმა:
ლევიანნი, თავი 20
13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა
მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
ასევე ქვით ჩაქოლვით ისჯება სხვა ღმერთების თაყვანისცემა (მეორე რჯული, თავი 17, მეორე რჯული, თავი 13)
სხვადასხვანაირი რეაქცია მინახავს. უმეტესობა გაკვირვებული რჩება და ამბობს, რომ არც კი იცოდა ამ სტროფების ბიბლიაში არსებობის შესახებ. ზოგი ამბობს, რომ როდესაც ეს იწერებოდა სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. მათი აზრით ეს ყველაფერი ალბათ საჭირო იყო იმ ეპოქაში. დღეს კი მსგავსი რამ მიუღებელია. ზოგი ადამიანი უბრალოდ პასუხობს, რომ შეუცნობელია ღვთის გონება და ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით თუ რატომ მოიქცა ისე, როგორც მოიქცა. ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ იგი ყოვლისმცოდნეა – ანუ რაც გააკეთა ალბათ საჭირო იყო და ზედმეტი კითხვების დასმა აუცილებელი არაა.
მკითხველმა რა აზრი გამოიტანა არ ვიცი. მე კი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამიგია თავისუფალი ნების შესახებ როგორც ვხედავ იმ ხალხს, რომლებიც სჯულის ამ მკაცრი წესების მიხედვით ცხოვრობდა (ან აცხოვრებდნენ) დიდი ნების თავისუფლება არავის მიუცია. აღარაფერს ვამბობ ძველ აღთქმაში ნახსენებ ზოგიერთ უცხო ტომებზე, რომლებსაც ერთადერთი არჩევანი ჰქონდათ – მომკვდარიყვნენ უფლის მიერ გამოგზავნილი ჯარისკაცების ხელით ყველაზე სასტიკი სიკვდილით რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.
მე ისევ მოგიწოდებთ დამოუკიდებლად იაზროვნოთ. გამიხარდება თუკი ეს პოსტი დებატს გამოიწვევს. გარდა იმ შემთხვევისა თუკი ქალი ბრძანდებით. ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ:
პავლეს ეპისტოლენი. პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი მეორე
11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული
მორჩილებით.
12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა
იყოს მდუმარედ.
თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ სახლში ქმარს უნდა დაუსვათ
პავლეს ეპისტოლენი, პირველი კორინთელთა მიმართ, თავი
მეთოთხმეტე
34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება
კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.
35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ,
ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.
ხოლო ვინც პავლეს არ ეთანხმებით კეთილი იყოს თქვენი ფეხი. დიდი სიამოვნებით მივიღებ კომენტარებს, შენიშვნებს და კრიტიკას. თუ ფიქრობთ, რომ ეს ამონარიდები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი მაშინ ისიც მითხარით თუ რომელ კონტექსტში გაამართლებთ ჩვილი ბავშვის “გაჭეჭყვას”, ქალთა და ბავშვთა ერთიანად ამოჟუჟვას, შვილის ქვით ჩაქოლვას ან გაუპატიურებული ქალის სიკვდილით დასჯას.
კომენტარი