ფოტოპერსონა: ერნერსტო ჩე გევარა რენე ბურის ობიექტივში
იანვარი, 1963, ჰავანა. შეუძლებელია უფრო განსხვავებული ადამიანების წარმოდგენა, ვიდრე იმათი, სამინისტროს შენობაში რომ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, საერთო მაინც მოიძებნა – ბურჟუაზიური წარმოშობა, უმაღლესი განათლება და გერმანული ლიტერატურის სიყვარული, განსაკუთრებით გოეთეს და ბრეხტის მიმართ, ასევე დახვეწილი მანერები, მოგზაურობის წყურვილი და ბოლოს, ჩრ. ამერიკაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით გამძაფრებული სკეპტიციზმის გრძნობა. მასალა საკმაოა, საუბარი ფრანგულად მიმდინარეობს, რადგან რენემ არ იცის ესპანური, ხოლო ჩეგევარას გერმანული მეტად მწირია. ლაპარაკი არ შედის შვეიცარიელი ფოტოგრაფის მოვალეობებში, რადგან ინტერვიუერად ცნობილი ჟურნალისტი ლაურა ბერგქვისტია მოწვეული, რომელიც თუ ბურის დავესესხებით თავის სამუშაოს ყოველთვის პროვოკაციის ზღვარზე ასრულებს. სწორედ ეს ქალბატონი უმშვენებს გვერდს იმ კაცს, რომელსაც ფიდელ კასტროს მერე ყველაზე მეტად ვერ იტანს ამერიკა.
ადამიანური მომენტები
გადავინაცვლეთ ინდუსტრიის სამინისტროს შენობაში, კონკრეტულად კი ერნესტო (შინაურულად ჩე ) გევარას ოფისში რომელსაც ასე მიმართავენ მეგობრები, მოსწავლეები და თანამებრძოლები. 1963 წლის იანვრის მზიანი შუადღეა. ფანჯრის მიღმა ქალაქის სახურავების მშვიდობიანი ხედია, თუმცა ჟალუზები მჭიდროდაა მიხურული და მხოლოდ რძისფერი შუქი იპარება ზოლებად, მაგრამ ჭერზე მიმაგრაბული ნათურები საკმარისია გადასაღებად, რადგან ბური წყვეტს ელვის გამოყენებას.
იგი აღჭურვილია ორი ლეიკით და ნიკონის აპარატით 35, 50, 85 მმ ობიექტივებითურთ და სამ საათიანი დისკუსიის განმავლობაში ექვს ფირს იღებს სრულად. ეს ერთადერთი შემთხვევა როდია ჩეს გადაღების, რამოდენიმე დღეში დამსახურებული მუშების პატივსაცემად გამართულ ფესტივალზე მეორე შანსიც ჩნდება, რომლის დროსაც მინისტრს სახეზე მხიარული გამომეტყველება დასთამაშებს, თვალს უკრავს ფოტოგრაფს და სრულიად ადამიანურად გამოიყურება. რასაკვირველია ეს მოდუნებული ფოტოები მაშინვე არ გამხდარა საკულტო, მაგარმ მითს კი დაუდო სათავე.
ბურის მიერ გადაღებული ჩეს პორტრეტი რომელიც 1963 წლის აპრილის Look-ის სტატიაში გამოჩნდა 27–ე გვერდზე მეტისმეტად პატარა და კიდეებ–ჩამოჭრილი იყო იმისთვის რომ სწრაფად გამხდარიყო ცნობადი ფოტო. ჟურნალის ყდას (ასევე ბურის ავტორობით) - ფიდელ კასტროს, ამერიკის ნომერ პირველი კოშმარის პორტრეტი ამშვენებდა. მხოლოდ მოგვიანებით გახდება თვითკმაყოფილი ჩეს ფართო ფორმატის გამოსახულება ნამდვილი იკონური ფოტო, გარდაქმნილი გასხივოსნებული წამებულის ხატებად და უთვალავჯერ აღიბეჭდება პოსტერებზე, ბარათებზე თუ წიგნის ფურცლებზე... მაგრამ ჯერ ისევ ჰავანაში ვართ და მინისტრის კაბინეტში ინტერვიუ მიმდინარეობს.
კომუნისტური საზოგადოების მოდელი
ჰავანურ სიგარას, რომლსაც ჩე ეწევა, ეტიკეტი აქვს შერჩენილი, ეს პირველია, რაც თვალში ხვდება დამკვირვებელს. ახლახან მოუკიდა, კვამლი ზანტად მიიწევს ზევით, უკან გადაწეულ ჩეს თანაბრად კმაყოფილ-თავხედური გამომეტყველება აქვს, როგორც ჩანს ესაა კითხვა დაუსვეს და ყოყმანის ნიშანწყალიც არ ეტყობა. ამავე სერიის შემდგომ ფოტოებში ის სხვანაირია: დაღლილი ან აგზნებული, ხელებით ჟესტიკულირებს, რაღაცას ხსნის ან ამტკიცებს, მაგრამ ჩვენს ფოტოზე იგი გახსნილად და თამამად შესცქერის ობიექტივს როგორც ადამიანი, რომელიც თვალებში პირდაპირ უყურებს სამყაროს.
ჩვეულებისამებრ, ჩეს უნიფორმა აცვია, უფრო სწორად კი სამხედრო კიტელი, რის გამოც გავლენიან მრეწველობის მინისტრს აჯანყების მონაწილე პარტიზანის ელფერი დაკრავს. თმა უფრო მოკლედ აქვს ვიდრე სხვა ფოტოებზე, წვერი კი პირიქით და სახის დიდ ნაწილს ფარავს, ფოკუსს მიღმაა დახურული ჟალუზები. ფოტოგრაფის თხოვნას, რომ ოდნავ შეაღონ, მოულოდნელად უხეშად პასუხობს: „არ გაიღება!“ რამის ეშინია თუ ლაურა ბერქვისტის წვეტიან შეკითხვებზეა გაბრაზებული.
ბური და ჩე პირველად 1962 წელს ნიუ-იორკში შეხვდნენ, როდესაც 34 წლის, უკვე ლეგენდარული ჩე და ფიდელ კასტრო გაეროში იყვნენ ოფიციალური ვიზიტით. შტატების წინააღმდეგობის მიუხედავად უკვე მომხდარია კუბის რევოლუცია, ამერიკის ფიასკომ უფრო გაზარდა ჩეს პოპულარობა, როგორც გადატრიალების ერთერთი ხელმძღვანელის. ერნესტო გევარამ, ბურჟუაზიული წარმოშობის სამედიცინო განათლების მქონე არგენტინელმა, თავი სამხრეთ ამერიკასა და მსოფლიოში კომუნიზმის მშენებლობას მიუძღვნა. იმ დროისათვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე და 1962 წლიდან მრეწველობის მინისტრის პოსტზეც ყოფნისასაც ჩე დიდების ზენიტში იმყოფებოდა.
იანკი ჟურნალისტი კომუნისტურ კუნძულზე
იმავე 1962 წელს და იმავე ქალაქში მოღვაწეობდა ჟურნალისტი ლაურა ბერქვისტიც. სასიამოვნო გარეგნობის ქერა ქალბატონმა და გამოცდილმა ინტერვიუერმა მოახერხა ჩეზე შთაბეჭდილების მოხდენა უჩვეულოდ პირდაპირი და თითქმის აგრესიულად დასმული კითხვებით. ამ თუ სხვა მიზეზით, სწორედ მან მიიღო მოწვევა რომ ადგილზე დაკვირვებოდა კუბის რევოლუციის შედეგებს. უნდა აღინიშნოს, რომ კუბის კრიზისიდან, რომელმაც მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარამდე მიიყვანა, სულ რამოდენიმე თვეა გასული, როს გამოც ასევე აღსანიშნავია ამერიკელი ჟურნალისტის მიწვევა თავისუფლების კუნძულზე. ჟურნალმა ”ლუქმა” იკისრა ვიზიტის შედეგების შეზღუდვების გარეშე პუბლიკაცია. იმ დროისათვის, 7 მილიონიანი ტირაჟებით ”ლუქი” და ”ლაიფი” წარმოადგენდნენ ილუსტრირებული პრესის აღიარებულ ლიდერებს. ბერგვისტთან ერთად კუბაზე ასევე გაემგზავრა შვეიცარიის მოქალაქე, ფოტოგრაფი რენე ბურიც.
რენე ბური დაიბადა 1933 წელს, დაამთავრა ციურიხის კომერციულ ხელოვნების სკოლა, ლეგენდარულ ჰანს ფენსლერის ხელმძღვანელობით, გამოსცემდა ფოტოგრაფიულ ჟურნალს ”გერმანელები” რომელიც 1962 წელს შეადგინა.
ფოტოგრაფის კარიერა დაიწყო 1950 წლიდან ყრუ-მუნჯი ბავშვების ჰუმანური ფოტოჟურნალიზმის პრინციპების მიხედვით გადაღებული სერიით, რომელიც გამოაქვეყნა ლაიფმა, ასევე იგი მიიწვია ფოტოგრაფთა სახელგანთქმულმა დაჯგუფებამ „მაგნუმი“ . ბური არამარტო მსახურობდა რეპორტიორად მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ასევე იღებდა ილუსტრირებულ ესეებს, აშუქებდა ყოველდღიურ ახალ ამბებს, იღებდა მსახიობების პორტრეტებს, რომლებთანაც პირადად მეგობრობდა და ადგენდა მოკლე პიესებს, სადაც კარგად ჩანდა ფინსლერის სკოლის მახასიათებელი ფორმალიზმი და სიმკაცრე. იგი თავის თავს უწოდებდა ”სრულიად ფოტოგრაფს”, ხოლო ჩე გევარას კვადრატული პორტრეტი ბურის მიერ გადაღებული ათასობით ფოტოდან ერთერთი, მაგრამ ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.
კუბაზე ბური ერთი დღით ადრე ჩავიდა, აეროპორტიდან დედაქალაქამდე მგზავრობისას მისი კამერა აღლუმიდან დაბრუნებულ ტანკებს წააწყდა და ამ წუთიდან კუბა ცოცხალი სუბიექტი გახდა მისთვის. უეჭველია, რომ ჩესთან პერსონალური შეხვედრა წარმოადგენდა ბურის ვიზიტის პიკს, თუმცა მინისტრი თითქმის არ აქცევდა მას ყურადღებას. შემდგომში ფოტოგრაფმა ის დამწყვდეულ ცხოველს შეადარა, მეტაფორა, რომელსაც საფუძველი დახურულმა ჟალუზებმა დაუდო. ჩემ თავისი ადგილი და თანამდებობა ბრძოლით მოიპოვა, მაგრამ გამოხდება ხანი და საბჭოთა კავშირის კრიტიკის გამო მას, კუბის დატოვება მოუწევს. ბოლო საჯარო გამოსვლა 1963 წლის მარტის შუა რიცხვებით თარიღდება, რის შემდეგაც ჩე გამოგონილი სახელით იატაკქვეშეთში მიდის. მხოლოდ 1967 წლის ოქტომბერში პოულობს მის კვალს ბოლივიელთა რაზმი და სიკვდილს მიუსჯის.
გარდაცვლილი რევოლუციონერის ფოტოები მალევე იხილა პუბლიკამ. თანდათან ალბერტო კორდას და რენე ბურის გადაღებული პორტრეტები იქცა სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ყველგან მყოფ სახეებად და სწორად ამ გზით მოახერხა მითად ქცეულმა კომენდანტე ჩემ უკვდავების მოპოვება.
კომენტარი