ნახეთ რა მაგარი სასტუმრო გდია შერმ ელ შეიხში უპატრონოდ
მაგიდებზე ღვნისა და შამპანიურის ჭიქებსაც კი მოკრავთ თვალს, ავეჯი, ტექნიკა და შეზლონგები ისევ თავიანთ ადგილებზეა, ლიფტიც კი მუშაობს. აქ ყველაფერი ზუსტად ისეა დარჩენილი თითქოს უკანასკნელმა სტუმრებმა და თანამშრომლებმა სასტუმრო ახლახანს დატოვეს, შენობის ხანგრძლივ სიმარტოვეზე მხოლოდ ავეჯზე დაგროვებული მტვერი მიუთითებს.
ოდესღაც პოპულარული და სახელგანთქმული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დღეს მისტიურად და საშიშადაც კი გამოიყურება.
ადგილობრივები ამბობენ პატრონს იმდენი ფული აქვს ეს შენობა არც კი ადარდებსო.
ოდესღაც რაუფ ჰოტელი და დღეს „სასტუმრო მოჩვენების“ სახელით ცნობილი შენობა 2003 წელს მდიდარმა ეგვიპტელმა რაუფმა თავისი ამერიკელი ცოლისთვის ააგო. ქალი ინტერიერის დიზაინერი იყო და ქმარმა ამიტომაც მიუძღვა ეს საჩუქარი, თორემ ამ ბიზნესიდან ოჯახი მოგებას არ ელოდა. სასტუმროს 650 ნომერი, საკუთარი კაზინო, თეატრი, აუზები, საბავშვო მოედნები და ბარ-რესტორნები აქვს. მის გარშემო რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწაც ამ სასტუმროს ტერიტორიაა.
დღეს სასტუმროს დაცვა არ ჰყავს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შიგნით შესვლა, თუმცა გაძარცვულის არაფერი ეტყობა, რადგან სუვენირების მაღაზიაც კი არავის გაუქურდავს და მეპატრონე ქალბატონის კუთვნილი ავტომობილიც კი ისევ აქ დგას.
კომენტარი