როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 23 მარტს ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +21 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +20 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით +11 იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვაა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამითაც +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ახალციხეშიც. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამე კი -1 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.
რუსთავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი. დროგამოშვებით ნალექს პროგნოზირებენ თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი