სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მექსიკაში ცნობილი ჟურნალისტი და მისი დაცვის წევრი შეიარაღებულმა პირმა რესტორანში მოკლა

სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში, გერეროს შტატში, შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით, ჟურნალისტს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პაბლო მორუგარესი ვებგვერდ PM Noticias-თვის წერდა. ის ქალაქ იგუალას ერთ-ერთ რესტორანში, დაცვის თანხლებით იყო, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას ჟურნალისტის დაცვის ერთი წევრიც ემსხვერპლა.

პაბლო მორუგარესს თავს 2016 წელსაც დაესხნენ, თუმცა მაშინ გადარჩა.

ჯერჯერობით, მკვლელობის მოტივი უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100