სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმაც კი, როდესაც ნავალნი მოწამლული იყო, საზღვარგარეთ გაუშვა სამკურნალოდ - ექიმების პასუხი იუსტიციის მინისტრს

ალტერნატიული კომისიის წევრები იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრიფინგს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მიუღებელია, როდესაც პაციენტის მდგომარეობის შესახებ განცხადებას იუსტიციის მინისტრი აკეთებს, რადგან ეს პრეროგატივა ექიმებს აქვთ. მათივე თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი, ასევე ალტერნატიული კონსილიუმის ექიმები. "მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით და დაგვრთოს ნება, ეს არის სრულიად კანონიერი მოთხოვნა, ცენტრმა "ემპათიამ" ჩაატაროს ექსპერტია. რაც შეეხება მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ექიმები გააკეთებენ ბრიფინგს სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ამასთან მინდა მივმართო, რომ ეს არის მხოლოდ მხარის ინიციატივა, ანუ ერთი მხარის შეხედულება და ვერანაირად ვერ ექნება სანდოობის მაღალი ხარისხი, ვინაიდან ამავე დაწესებულებაში განხორციელდა სააკაშვილის წამება და ამჟამადაც, ჩვენი მონაცემებით მიმდინარეობს მასზე ფსქიოლოგიური ზემოქმედება", - თქვა "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100