სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლაიფნიუსმა“ ბორის ნემცოვის სკანდალური სატელეფონო საუბრების ჩანაწერი გაავრცელა (აუდიო)

„ლაიფნიუს. რუ“–მ დილიდან გაავრცელა რუსული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის სკანდალური საუბრები ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მიტინგების ორგანიზების შესახებ. რედაქციის ხელში აღმოჩნდა ექვსსათიანი მოცულობის ჩანაწერი, საიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საათის მოცულობის მასალაა გამოქვეყნებული.

სავარაუდოდ, ბორის ნემცოვი 10 დეკემბერს, ჭაობის მოედანზე დაგეგმილი მიტინგის წინადღეებში საუბრობს, კოლეგა ოპოზიციონერებს, მწერლებსა და ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით იხსენიებს და არანორმატიულ ლექსიკასაც ხშირად იყენებს. მისი ფრაზები ორიგინალში ასე ჟღერს:

"Эта мразь Чирикова (лидер защитников Химкинского леса - прим.) продолжает тявкать?";

"Венедиктов (главный редактор радиостанции "Эхо Москвы" - прим.) занимает бл...дскую позицию";

"Чирикова просто сука или идиотка";

"Давай организуем клуб «Кто не вые*ал Божену Рынску"; "эти пида...сы (Акунин, Парфенов) не хотят в "Солидарность".

ამასთან, როგორც ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ნემცოვი შეურაცხმყოფლად იხსენიებს მიტინგის რიგით მონაწილეებსაც და მათ ხან „პედარასტებს“, ხან კი „პინგვინებს“ უწოდებს.

გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უკვე ცნობილი გახდა თვითონ ნემცოვის პოზიცია, მან ჩანაწერების გამოქვეყნებას პროვოკაცია უწოდა, ოპოზიციონერის ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ სიტუაციას სწავლობენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ჩანაწერების წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100