სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი კაპიტალის პუბლიკაცია - საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშება

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კვლევა აჩვენებს, რომ აშშ დოლარში გამოსახულ უძრავი ქონების ფასზე გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორია. საქართველოს შემთხვევაში, შედარებით ძლიერი გაუფასურებების ეპიზოდებში, ზეგავლენა თითქმის 50%-ს შეადგენს. ასევე, იკვეთება კავშირი გამყარების შემთხვევებშიც. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ფასები ნაწილობრივ უცხოურ და ნაწილობრივ ადგილობრივ ვალუტაშია დენომინირებული.

პუბლიკაციაში ასევე განხილულია დაფინანსების სტრუქტურაში მხოლოდ აშშ დოლარის ნაცვლად, ევროს გამოყენების რაციონალიც, როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორებიდან გამომდინარე. ამასთან, ასევე დაფარულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების კონტექსტში ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის საკითხიც.

ავტორთა შეფასებით, შემოთავაზებული დაფინანსების სტრუქტურა, რომელიც ლარი/ევრო/დოლარის კალათით განისაზღვრება, არა მხოლოდ სტრესული სცენარის დროს არის რაციონალური, არამედ, საბაზო სცენარშიც ბიზნესისათვის უფრო ეფექტიან არჩევანს წარმოადგენს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100