სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ, რატომ აცხადებდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 80 წლის მთიული ბაბუ შარვლის და საცვლების გახდაზე უარს?

ექიმის ასისტენტი ფეისბუქზე ასეთ კურიოზულ ამბავს ყვება:
პაციენტი შემოგვიყვანეს მწვავე ინფარქტით, რომელსაც გადაუდებლად ესაჭიროება კორონაროგრაფია. ამ პროცედურისთვის აუცილებელია რიგი მოსამზადებელი პროცედურები, მინიმუმ შარვლისა და საცვლების გახდა, რომელზეც 80 წლის ფასანაურელი ბაბუ კატეგორიულ უარს აცხადებს. მთელი კოლექტივი, ახლობლები და პაციენტებიც კი მთელი მონდომებითა და შემართებით ცდილობენ, გადაარწმუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ლეტალური გამოსავალი დადგეს. მის გვერდით მწოლიარე პაციენტმა, რომელსაც სიცოცხლისთვის არანაკლებ საშიში მდგომარეობა აქვს, უყურა, უყურა, დაიღალა ჩვენი უშედეგო ხვეწნა-მუდარით, უცებ გადაიძრო საბანი და ეუბნება, შემომხედე, რა გატანტალებული ვწევარ, მერე რა მოხდაო..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100