სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება

„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მმართველ გუნდსა და „პატრიოტთა ალიანსს“ განსხვავებული პოზიციები აქვთ. ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება.

“ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. გაჟღერდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით. მათი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას. ეს იყო მათი პოზიციის საფუძველი და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას. დისკომფორტს შეგვიქმნიდა ის, რომ რაიმე კორექტივი შეგვეტანა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100