ახალგაზრდა დედა იძულებული გახდა მცირეწლოვანი შვილის ცხედარი ავტობუსში აეტანა
როცა 25 წლის სილვია ბატალამ შვილი დაკარგა, იმის ფულიც არ ჰქონდა, რომ მცირეწლოვანის ცხედარი მშობლიურ ქალაქში სპეციალური ტრანსპორტით გადაესვენებინა. გოგონა იძულებული გახდა, გარდაცვლილის ტრანსპორტირება ავტობუსით მოეხდინა. იცოდა, რომ ამის გამო პრობლემები შეხვდებოდა, ამიტომ ცხედარი ჯერ პოლიეთილენის ცელოფანში, შემდეგ კი პლედში შეფუთა და ასე გადაწყვიტა გაევლო 140 კილო მეტრი მშობლიურ ქალაქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
როგორც გამოცემა Metro იუწყება, სილვია საცხოვრებელი ქალაქიდან დედაქალაქში გადავიდა, რათა ავადმყოფი შვილი კარგ საავადმყოფოში მიეყვანა და იქ გადაერჩინათ პატარა. გულით დაავადებული მცირეწლოვანი მაინც გარდაიცვალა. რადგან უკანასკნელი ცენტებიც სტაციონარში დატოვა, ახალგაზრდა დედამ მხოლოდ ისღა მოიფიქრა, მიცვალებული დაემალა. მძღოლმა მაინც შეამჩნია გოგონა და საეჭვო ბარგის გამო მისი გაჩხრეკა მოინდომა. თავიდან ეგონა, რომ ბავშვი პოლიეთილენის ცელოფნის გამო გაიგუდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებისა და პატრულის ეკიპაჟებმა კი გაარკვიეს, რომ პატარა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის მიუხედავად სილვიას მაინც არ მისცეს უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ემგზავრა.
კომენტარი