სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე

რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბო­რის ჯონ­სო­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა. ისი­ნი ჯონ­სონს "სუ­ლელ ჯამ­ბაზს" უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ბრი­ტა­ნელ ლი­დერს "თა­ვი­სი­ვე გაშ­ვე­ბუ­ლი ბუ­მე­რან­გი უკან და­უბ­რუნ­და." "მას ჩვენ არ მოვ­წონ­ვართ და არც ჩვენ მოგ­ვწონს ის“, - თქვა კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ცოტა ხნით ადრე, სა­ნამ ჯონ­სო­ნი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დებ­და. რუ­სე­თის დუ­მის ქვე­და პა­ლა­ტის სპი­კე­რი, ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დი­ნი ამ­ბობს, რომ "ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა იფიქ­რონ, "სა­დამ­დე მი­იყ­ვანთ ასე­თი პო­ლი­ტი­კა." "კლო­უ­ნი მი­დის, ის არის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომის ერთ-ერთი მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი. ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა იფიქ­რონ, სად მიგ­ვიყ­ვანს ასე­თი პო­ლი­ტი­კა“, - აცხა­დებს ვო­ლო­დი­ნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100