გელა სამხარაული სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობაზე, ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციაზე ისაუბრა.
„ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის ღირსების და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. აუცილებელია სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში თქვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია. უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად არ უნდა არსებობდეს ენობრივი ბარიერი. სახელმწიფოებრივ დონეზე ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია. გადამზადდნენ და რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში გაიგზავნენ ქართული ენის პედაგოგები, ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, გაიხსნა ქართული ენის კლუბები. მნიშვნელოვანია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა და რელიგიური კონფესიების ფინანსური მხარდაჭერა“, - მიმართა გელა სამხარაულმა შეხვედრის მონაწილეებს.
(რეკლამა)
კომენტარი