სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის მიხეილ სააკაშვილის ულამაზესი ძმისშვილი, ელენე და რას საქმიანობს ის უცხოეთში?

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორი ძმა - დავითი და გიორგი ჰყავს, რომლებიც ნიკოლოზ სააკაშვილს მეორე ქორწინებიდან შეეძინა.

გიული ალასანიასთან განქორწინების შემდეგ კი ექსპრეზიდენტის მამა სვეტლანა სააკაშვილზე დაქორწინდა.

დავითის უფროსი შვილია ელენე სააკაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და როგორც მისი სოციალური ქსელით ირკვევა, ერთ-ერთ კვლევით ცენტრში Atlas Network-ში მუშაობს.

მას კომპანიაში განვითარების მენეჯერის პოზიცია უჭირავს.

Atlas Network-ი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ლიბერტარიანული ჯგუფებისთვის გრანტებისა და ტრენინგებს უზრუნველჰყოფს.

ელენე სააკაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, რის შემდეგაც წავიდა აშშ-ში სადა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა.

2019 წელს ელენ

ელენე სააკაშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება. მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და ვიზიტის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

„პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ბიძაჩემის ნახვა მოვახერხე, დაკავების შემდეგ პირველად შევედი. ვაშინგტონიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. მას ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მინდოდა, ბევრი მოკითხვის პირადად გადაცემა. ძალიან საინტერესო და თბილი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე - გეოპოლიტიკურ თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.

ძალიან მხნედ არის. ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს. იმედი მაქვს, ექიმი შესვლას და გასინჯვას მოახერხებს. როგორც მითხრა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა.

მედიაზე გვქონდა საუბარი, ძალიან დიდი მადლობელია თქვენი (ჟურნალისტების) და ფიქრობს, რომ თქვენ რომ არა, ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდ სიბნელეში იქნებოდა. მომეჩვენა, რომ დღეს ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მისი ასე ნახვა ძალიან გამიხარდა“, - განაცხადა ელენე სააკაშვილმა.ე შეუერთდა Altas Netrow-ს.

იგი გატაცებულია ისეთი საკითხებით როგორიცაა გლობალური დემოკრატია, კლასიკური ლიბერალიზმი. ასევე მისი ინტერესის სფეროა ქართული სამზარეულო“, - წერია Altas Network-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ელენეს დოსიეა გამოქვეყნებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100