“ვოლვო ქარსის“ გაყიდვების 29.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა
თებერვალში „ვოლვო ქარსის“ მსოფლიო გაყიდვების მაჩვენებელი კვლავ მაღალი იყო, რის შემდეგაც კომპანიამ წლის პირველ ორ თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 29.1%-იანი ზრდა აჩვენა.
ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანმა გაყიდვებმა 110,383 ავტომობილი შეადგინა, რის შემდეგაც აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა. თებერვლის თვისთვის, „ვოლვო ქარს“-მა სულ 50,795 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 27,8%-ით მეტია და კომპანიის ყველა დროის გაყიდვების თებერვლის თვის საუკეთესო მაჩვენებელია.
მისი დამუხტვადი მოდელების სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების მქონე Recharge საავტომობილო ხაზის პოპულარობა მომხმარებლებში იზრდებოდა და თებერვალში მთელ მსოფლიოში გაყიდული ვოლვოს ავტომობილების 26,6%-ს მიაღწია. ევროპაში Recharge ავტომობილები მთლიანი გაყიდვების მოცულობის 44%-ს წარმოადგენდა.
რეგიონალური გაყიდვების დეტალური ჩაშლა მოცემულია ქვემოთ:
|
თებერვალი |
|
|
იანვარი-თებერვალი |
|
|
|
2020 |
2021 |
ცვლილება |
2020 |
2021 |
ცვლილება |
ევროპა |
23,442 |
23,927 |
2.1% |
46,252 |
48,784 |
5.5% |
ჩინეთი |
1,205 |
10,083 |
736.8.% |
11,220 |
29,243 |
160.6% |
აშშ |
7,841 |
9,164 |
16.9% |
13,998 |
17,315 |
23.7% |
სხვა |
7,254 |
7,621 |
5.1% |
14,024 |
15,041 |
7.3% |
სულ |
39,742 |
50,795 |
27.8% |
85,494 |
110,383 |
29.1% |
თებერვალში, XC40 იყო ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომლის გაყიდვებმა 15,818 ავტომობილი შეადგინა (2020: 10,266), მას მოჰყვებოდა XC60 მთლიანად 14,463 გაყიდული ავტომობილით (9,774 ერთეული) და Volvo XC90 6,808 ავტომობილით (4,852 ერთეული).
კომენტარი