შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის
თიბისი და VISA პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებს ახალ ინიციატივას სთავაზობს - „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“.
შეთავაზების ფარგლებში
ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც
ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ.
შეთავაზება მოიცავს,
B2C
ონლაინ მაღაზიების პლატფორმის
გამოყენებას, რომლითაც მომხმარებელი მარტივად ააწყობს ვებ-გვერდს, ჩააშენებს თიბისის
ონლაინ გადახდის სისტემას და აირჩევს პროდუქციის მიწოდების ფორმას. სერვისი მოიცავს,
როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას პროდუქციის დასასურათებლად, ისე გადახდის სისტემის
და მიტანის სერვისის ინტეგრაციას.
პროექტი
მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან
გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას,
რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან.
„ეს არის კარგი საშუალება
არსებულ გარემოსთან ადაპტაციისათვის და ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. თუ რა
მნიშვნელოვანია ციფრული სერვისები ბიზნესებისთვის, ამაში განსაკუთრებით დაგვარწმუნა არსებულმა რეალობამ, რომელიც დღეს მთელს
მსოფლიოშია. სწორედ ამიტომაც ჩვენ VISA-სთან ერთად ვეხმარებით ბიზნესებს, რომ მათ მივცეთ
ის ხელსაწყოები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისი
ბანკის გერალური დირექტორის მოადგილემ.
ამ ეტაპზე უკვე მზადების პროცესშია 150-მდე ქართული კომპანიის ვებ-გვერდი. იმ 200 ქართულ კომპანიას, რომელიც 30 აპრილამდე დარეგისტრირდება, ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე ბიზნესები წლის ბოლომდე თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან.
კომენტარი