ეჭვიანმა ქმარმა საკუთარ ცოლს ბავშვების თვალწინ ფეხები გადაუჭრა
აშშ-ში 36 წლის ნასვამმა მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს, 33 წლის ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე ფეხები გადაუჭრა. ამ ტრაგედიას მათი ორი შვილი, 9 და 12 წლის მოზარდები შეესწრნენ. როდესაც მამაკაცმა გააანალიზა საკუთარი საქციელი, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
დანაშაულის ადგილზე მისულ პოლიციას სახლში უამრავი სისხლის გუბე დახვდა. იქვე იყო დანაშაულის იარაღი, 31 სმ-ანი დანა. ამის შემდეგ ეჭვიანი ქმარი სამართალდამცველებმა დააკავეს. დაშავებულს კი მძიმე ტრავმის გამო მარცხენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ქირურგებმა მარჯვენა ფეხის გადარჩენა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახერხეს.
ფეხთან ერთად, ქალმა დაკარგა შანსი კვლავინდებურად იმუშაოს და არჩინოს ოჯახი, გადაიხადოს სახელმწიფოს მიერ დაკისრებული გადასახადები და მოუაროს მცირეწლოვან შვილებს ისე, როგრც ამას ადრე აკეთებდა.
კომენტარი