სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისთან დარჩება „ბარბარიკა“ მაქსიმესთან თუ ენდი გარსიასთან? – „დრონი.ჯი“-ს ინტერვიუ მარიშკა ჯავახაძესთან

სერიალში გამოჩენისთანავე საზოგადოების ინტერესის ობიექტი გახდა. გრიშა კაკაჩიასთან პირველი ვიზიტის შემდეგ „ბარბარიკას“ ეკანებზე გამოჩენას დღემდე ყველა მოუთმენლად ელის. „ჩემი ცოლის დაქალებში“ სასიყვარულო სამკუთხედში გახვეულ მარიშკა ჯავახაძეს რეალურად პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. თუმცა გავიგეთ, რომ მისი გული ამჟამად თავისუფალია. რა ბედი ელის ბარბარეს გმირს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „ჩემი ცოლის დაქალებისგან“, მარიშკა ჯავახაძეს ვესაუბრეთ:

- როგორ გაატარეთ ზაფხული, სად დაისვენეთ?

ზაფხული ძირითადად სამუშაო რეჟიმში გავატარე. კომპანიამ, სადაც მე ვმუშაობ, ახალი კომპანია შემოიყვანა. სექტემბერში პრეზენტაცია გვაქვს დაგეგმილი და ამისთვის ვემზადებოდით. თუმცა რამდენიმე დღით ვახერხებდი ქალაქიდან გასვლას. ჩემი ზაფხული ახლა იწყება, ზღვაზე ვაპირებ წასვლას.

- „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები დაიწყო, რა სიახლეები იქნება სერიალში, გამოჩნდებიან ახალი გმირები?

ამ ეტაპზე, არ ვიცი რა სიახლეები იქნება. ჩვენც, როგორც მაყურებელი, ისე ველით ხოლმე. რამდენიმე დღით ადრე გვიგზავნიან სცენარს. მეც ძალიან დიდი ინტერესით ველოდები რა გადაწყდება, ბარბარიკა შეურიგდება მაქსიმეს თუ დარჩება ენდი გარსიასთან. როგორც ყველა ახალ სეზონზე, ახლაც მაყურებელი ახალ გმირებს შეხვდება. 15 სექტემბერს პარასკევს, ისევ ძველი დროით გავა პირველი სერია ეთერში.

- თქვენ და ნანუკა გულუა ძალიან დამეგობრდით, გადაღებებზე გაიცანით ერთმანეთი?

გადაღებებზე გავიცანით ერთმანეთი. როცა მისი სცენა არ იყო, სულ მაკლდა. და როგორც ხდება ხოლმე, გადაღებების შემდეგაც გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. დედაჩემი და ნანუკას დედაც დაახლოვდნენ და ვმეგობრობთ ოჯახებით.

- სერიალიდან ვისთან მეგობრეობთ კიდევ?

ნინო გაჩეჩილაძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩვენ იქამდე ვიცნობდით ერთმანეთს სანამ სერიალში მოვხვდებოდი. ჩემი საყვარელი გმირიც კატოა. ნატა ბერეჟიანთან ვმეგობრობ. მე ხომ მსახიობი არ ვარ და ნატა ყველაფერში ძალიან მეხმარება. ვმეგობრობ გიორგი მახარაძესთანაც, ასევე ვიკა კალანდიასთან. ძალიან შეკრული გუნდი ვართ. თუმცა ჩემი და ნანუკას მეგობრობა კიდევ სხვა არის.

- რა მოიტანა „ჩემი ცოლის დაქალებმა“ თქვენ ცხოვრებაში?

ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან საინტერტესო გახდა ჩემი ცხოვრება, უფრო მრავალფეროვანი. ყველაფერი დადებითი მოიტანა. პოპულარობამ ჩემში შინაგანად არაფერი არ შეცვალა, ისევ ისეთი ვარ როგორიც ვიყავი. მოიტანა ის, რომ ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს ქუჩაში გასვლას. ხალხი გიღიმის, ბავშვები გესაუბრებიან. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. როდესაც ამბობენ, რომ პოპულარობას უარყოფითი მხარეებიც აქვსო, მე ეს არ მიგვრძნია. იმას თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებში რას წერენ. ამას ყურადღება არ უნდა მივაქციო, კომენტრებს აღარც ვკითხულობ ხოლმე.

- სერიალის გარდა რითი ხართ დაკავებული?

საჯარო მმართველობა ამქვს დამთავრებული და ჩემი პროფესიით ვმუშაობ. მომსახურების სფეროში ვარ, მარკეტინგის მიმართულებით.

- პირად ცხოვრებაზეც რომ გვითხრათ, დაკავებულია თუ არა ამჟამად თქვენი გული?

არა, თავისუფალი ვარ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100