სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ბოროტი ჯადოქარი” რეიჩელ ვაისი

presa.ge“ოსკარის” მფლობელ მსახიობს რეიჩელ ვაისს ფილმ “ოზი: დიადი და ყოვლისშემძლეში” ბოროტი ჯადოქრის როლი შესთავაზეს. ამის შესახებ “დედლაინი” იტყობინება.
კინოსურათის სიუჟეტი ახალგაზრდა ილუზიონისტის ირგვლივ ვიტარდება, რომელიც ჯადოსნურ ქვეყანაში მოხვდება და ძალაუფლებისათვის ყოვლისშემძლე ჯადოქრებთან უწევს ბრძოლა. ვაისი სამი ჯადოქარი დიდან ერთერთის, ევანორის როლს შეასრულებს. მესამე დის, გლინდას როლი, ჯერჯერობით, ვაკანტურია.

“Total Film” – ის მონაცემებით, მასზე პრეტენდენტებად წარდგენილნი არიან: ოლივია უაილდი, ემი ადამსი, ქეით ბეკინსეილი, კირა ნაითლი, რებეკა ჰოლი და სხვები. ფილმის რეჟისორი სემ რეიმია. სცენარი მიტჩელ კეპნერმა და დევიდ ლინდსი-ეიბერმა დაწერეს. კინოსურათის გადაღებები ზაფხულში დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100