სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული მხარე რვა დღის შემდეგ დათანხმდა შვეიცარიის წინადადებებს

რუსულმა მხარემ რვადღიანი ფიქრის შემდეგ მიიღო შვეიცარიის წინადადებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სავაჭრო ტვირთის საერთაშორისო კონტროლის შესახებ. რუსულმა სააგენტოების მიერ ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა.

ქართული დელეგაცია ჟენევაში დღეს გაემგზავრა. სწორედ იქ, შვეიცარული მხარის მონაწილეობით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს პროცედურული საკითხები, რის შემდეგაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება. საქართველო ამის შესახებ ოფიციალურვ თანხმობას განაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე შემომავალი ნებისმიერი სავაჭრო ტვირთის საერთაშორისო კონტროლს. არსებობს სამი სავაჭრო კორიდორი, რომლის დასაწყისსა და ბოლოში საერთაშორისო მონიტორები განთავსდებიან, ინფორმაცია კი ელექტრონული წესით გაიცვლება. იმ ტერიტორიაზე, სადაც საერთაშორისო მონიტორები ვერ იმოძრავებენ დე ფაქტო ხელისუფალთა წინააღმდეგობის გამო, მოხდება ტვირთის ელექტრონული გზით გაკონტროლება.

პირველი სავაჭრო კორიდორი იწყება მდინარე ფსოუსთან, საქართველო-რუსეთის საზღვარზე და მთავრდება ქალაქ ზუგდიდში.

მეორე სავაჭრო კორიდორი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიიდან იწყება და სრულდება ქალაქ გორში. რაც შეეხება მესამე კორიდორს, ის რუსეთთან ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100