„Hollywood“-ის ყველაზე ცნობილი „ყასაბი“ ახალ ფილმს იღებს
კვენტინ ტარანტინომ დაასრულა თავისი ახალი ფილმის „Django Unchained“–ის სცენარზე მუშაობა. ჭორები იმის შესახებ, რომ ტარანტინო ვესტერნს იღებს, დიდი ხანია დადის. რამდენიმე ხნის წინ, რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდუსერმა, განაცხადა, რომ საუზერნის ჟანრში გეგმავს ფილმის გადაღებას. (საუზერნი არის ჟანრი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთზე მოგვითხრობს. პერიოდზე, როცა ქვეყანაში მონობა იყო გაბატონებული.) 2011 წლის მარტში ინფორმაცია მსახიობმა უმა თურმანმაც დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტარანტინოს მომავალი პროექტით სტუდიები, „Universal“, „Warner Brოthers“, „Paramount“ და „Sony Pictures“ დაინტერესდნენ. ფილმის პროდუსერი სტეისი შერი იქნება. ამას გარდა, ცნობილია, რომ მთავარ როლს კრისტოფ ვალცი შეასრულებს.
კვენტინ ტარანტინოს უკანასკნელი ნამუშევარი, ფილმი „უსახელო ნაბიჭვრებია“, რომელიც ფართო ეკრანებზე 2009 წელს გამოჩნდა. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი, კრისტოფ ვალცი, მელანი ლორანი და ელაი როტი ასრულებენ. აღნიშნულ ფილმში მონაწილეობისათვის კრისტოფერ ვალცმა „ოსკარი“ მიიღო.
კომენტარი