ილია თოფურია თბილისშია
ილია თოფურია საქართველოშია. ის რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
პროფესიონალი მებრძოლი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. ვრცელდება ცნობები, რომ თოფურიამ შეხვედრის დაწყებამდე შესაძლოა, ჩემპიონის ქამარი წარადგინოს.
ცნობისთვის, ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.
კომენტარი