სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო..." - რას გეგმავს პრეზიდენტი მანდატის ამოწურვის შემდეგ?

აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური გეგმები - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მედიასთან ამბობს, რომ ის "მანდატის ბოლომდე მივა".

ორბელიანების სასახლეში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი როლია "პროევროპული ძალების კონსოლიდაცია" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პრეზიდენტის პასუხი ასეთია: "თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ".

ვთვლი, რომ ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და მე ამას ხელს შევუწყობ, რა ფორმითაც შევძლებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100