სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანიაგეფერინმაისარგებლა.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითიბისი ბანკისა დააწარმოე საქართველოშითანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმიითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100