ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.
კომენტარი