სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბონდარენკო გამარჯვების შემთხვევაში ბინის ჯანოსთვის გადაცემას აპირებდა, თუმცა მის მიმართ დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია

დავით ოქიტაშვილმა გუშინ გაავრცელა სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება, რომელშიც ბონდარენკო ამბობს: „თუ მე ვიქნები პროექტ -„ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ბინას, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ“- თუმცა ეს იყო ჯანო იზორიას გავარდნამდე და ფინალისტებს შორის ატეხილ აჟიოტაჟამდე. ეს განცხადება შეცდომით გაავრცელა ბევრმა მედია საშუალებამ. დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს:

მეგობრებო, მინდა ჩემს მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო!

ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. მე ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუცა ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და აქედან გამომდინარე ატყდა ეს გაუგებრობა!
მინდა ისევ განვმარტო, მე გუშინ დავწერე, იმის შესახებ თუ რას აპირებდა სტანისლავ ბონდარენკო მის და „ცეკვავენ ვარსკვლალვების“ ფინალისტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟამდე. ისევ ვიმეორებ, სტანისლავი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა და მისთვის უჩვეულო არ იქნებოდა ეს ნაბიჯიც. თუმცა მის მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული! ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა ერთულებმა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს.
ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც.
ჩვენის მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის!
ამჯერად კი ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!

იხილეთ სტანისლავ ბონდარენსკოს განცხადება, რომელიც გუშინ გაავრცელა დავით ოქიტაშვილმა:

მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.

მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.

ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანმხდი. ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ.


მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში. ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა ჩემი მოკრძალებული განცახდებით ვუპასუხო.

ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ -"ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ.

ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან-აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100