უდმურტეთში აფეთქება ყოველ ხუთ წუთში ორჯერ ხდება
უდმურტეთში, პუგაჩოვოს დასახლებაში მდებარე 102-ე არსენალში აფეთქებების ხმა გასულ ღამესაც ისმოდა. აფეთქებების შუალედი დაახლოებით ასეთი იყო: ორჯერ ყოველ 5 წუთში. სამხედრო ნაწილი მთლიანად იავარქმნილია - დანგრეულია ასზე მეტი შენობა. დაზარალებულთა რიცხვი 75-დე გაიზარდა. დაახლოებით მათი ნახევარი სტაციონარულ მკურნალობას გადის და 20-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უდმურტეთის დედაქალაქში დაშავებულთა და ევაკურებულთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ. რუსი ბლოგერები კი წერენ, რომ აფეთქების დაწყებისთანავე 18 ადამიანი დაიღუპა, ორი კი - სტრესის გამო გულის შეტევისგან გარდაიცვალა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. დიმიტრი მედვედევმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, უნდა ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები.
შეგახსენებთ, რომ 102-ე არსენალზე აფეთქებები 2 ივნისს, ღამით დაიწყო. სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებენ. ჯერჯერობით მუშა ვარიანტად განიხილება დივერსიული აქტის მოწყობა.
„დრონი.ჯი“ უდმურტეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცელ სტატიას უახლოეს დაახლოებით ერთ საათში შემოგთავაზებთ.
კომენტარი